დღეის მდგომარეობით არ არსებობს საშიშროება, რომ ვინმე უმრავლესობიდან გავიდეს

დღეის მდგომარეობით არ არსებობს საშიშროება, რომ ვინმე უმრავლესობიდან გავიდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მდივანმა, თბილისის მერმა კახალა კალაძემ განაცხადა.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს დღის წესრიგში არ დგას, ის მოვლენების ასეთ განვითარებაშიც ვერ ხედავს პრობლემას, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ მსგავსი გამოცდილება უკვე აქვს, რამაც პარტიის მუშაობას ხელი ვერ შეუშალა.

„როდესაც იყო კოალიციური მთავრობა, მაშინაც ბევრი კითხვა იყო, რა მოხდება თუ კოალიცია დაიშლება, „ქართული ოცნება“ ცალკე გავა. მე მაშინაც ვამბობდი, რომ ეს პოლიტიკური, დემოკრატიული პროცესების ნაწილია და ჩვეულებრივი მოვლენაა. მოხდა ისე, რომ დაიშალა კოალიცია. რა მოხდა?! არაფერი! „ქართული ოცნება“ გამოვიდა დამოუკიდებელი ორგანიზაცია და მიიღო ჩვენი ქვეყნს ამომრჩევლის ხმათა უმრავლესობა ყველა არჩევნებში.

დღეის მდგომარეობით საშიშროება, რომ ვინმე გავიდეს უმრავლესობიდან, არ არსებობს, თუმცა თუ რომელიმე კონკრეტული პიროვნება ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მე აქაც ვერ ვხედავ პრობლემას. პარტია „ქართული ოცნება“ ასეთ შემთხვევაშიც უმრავლესობით გააგრძელებს მუშაობას და იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც გასცა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატთა ასოციაციის წევრები მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ
შემდეგი სტატიაპოლიციამ ახალდაბასა და ბაკურიანში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა – დაკავებულია 1 პირი