ადვოკატთა ასოციაციის წევრები მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ

ადვოკატთა ასოციაციის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების პროცესსა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ.

ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით ასათიანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა რომ, ადვოკატები კრებაზე შეიმუშავებენ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების შესახებ რეზოლუციის ტექსტს, რომელიც საქართველოს პარლამენტს და პროცესში ჩართულ მხარეებს გადაეგზავნებათ.

„დღეს ჩვენ გვაქვს რიგგარეშე ყრილობა. აქ არის ერთადერთი საკითხი გამოტანილი, ეს არის მიმდინარე მოვლენები მართლმსაჯულების სისტემის ირგვლივ. ადვოკატურა დღეს გააგონებს საკუთარ ხმას როგორც ხელისუფლებას, ისე პარლამენტს და საზოგადოებას, თუ რას ფიქრობს აღნიშნულ თემაზე.

ჩვენ მივიღებთ საერთო რეზოლუციას, რომელშიც შეჯერებულ პოზიციებს ავსახავთ. გვექნება აქცენტი იმაზე, რამ გამოიწვია ნდობის დაბალი ხარისხი სასამართლო სისტემისადმი. გვექნება გზების ძიებაზე აქცენტი გაკეთებული“, – განაცხადა ასათიანმა.

banner
წინა სტატიაშიფარული ვიდეოჩანაწერების საქმე – მოსამართლემ 7 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა
შემდეგი სტატიადღეის მდგომარეობით არ არსებობს საშიშროება, რომ ვინმე უმრავლესობიდან გავიდეს