დღეიდან საქართველოში გამოიდარებს

დღეიდან, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მზიანი ამინდი 24 მარტის ჩათვლით შენარჩუნდება. 23-24 მარტს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა საშუალოდ 20-22 გრადუსს გაუტოლდება. დასავლეთ საქართველოში იქროლებს ძლიერი ქარი.
25 მარტიდან კი, კვლავ არამდგრადი ამიდია მოსალოდნელი. ტემპერატურა ოდნავ დაიკლებს, შიგადაშიგ კი იწვიმებს. არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
banner
წინა სტატიაში“მე რომ მყავდეს წარმომადგენელი, ის სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა კარასინამდე“
შემდეგი სტატიაჟენევაში დისკუსიების 35-ე რაუნდი გაიმართება