“მე რომ მყავდეს წარმომადგენელი, ის სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა კარასინამდე“

პრეზედენტი აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატს აკრიტიკებს და გრიგორი კარასინის განცხადებას კიდევ ერთხელ ეხმაურება. მისი თქმით, პრაღის ფორმატი გადასახედია და დაზუსტებას საჭიროებს.

პრეზიდენტი ამბობს, რომ კარასინი – აბაშიძე მხოლოდ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე უნდა მსჯელობდნენ და არა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, რადგან ამას ფორმატი არ ითვალისწინებს.

მარგველაშვილის განცხადებით, თუ ამ შეხვედრებზე მსგავსი თემები განიხილება, ქართულ მხარეს უნდა წარმოადგენდეს ისეთი დიპლომატი, რომელიც კარასინს ადეკვატურ პასუხს გასცემს.

„ასეთი ტიპის განცხადებებს, თუ ის პრაღის ფორმატში მოხდება, უნდა ყავდეს ადეკვატური პასუხის გამცემი, პრაღის ფორმატშივე. ის არის პრემიერმინისტრის საგანგებო წარმომადგენელი, მე რომ მყავდეს წარმომადგენელი, ის სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა კარასინამდე,“ – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობის გახსნის ფაქტს საქართველოს საგარეო უწყება შეისწავლის
შემდეგი სტატიადღეიდან საქართველოში გამოიდარებს