დღეიდან აჭარაში კარვების გარდა კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი

დღეიდან აჭარაში კარვების გარდა კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი.

მოქალაქეები ნიმუშის აღებას – N1 პოლიკლინიკაში, N4 პოლიკლინიკაში, საოჯახო მედიცინის ცენტრში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში და „ევექსის“ ბათუმის ამბულატორიაში 10:00 დან 17:00 საათამდე შეეძლებენ.

ასევე დაემატა კარავი და დღეიდან ტესტირება ბულვარის ტერიტორიაზე სამ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი. ახალი კარავი განთავსდა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. კარვებში ტესტირება შესაძლებელია 11:00-დან 23:00 საათამდე.

ტესტირებისთვის ქობულეთში კარავი ლოკალიზებულია გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე კვლევის ჩატარება შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოს შენობაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: მობილობის ზრდასთან ერთად ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს პროცესი მინიმალური რისკებით ვმართოთ
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: პოლიტიკური ბუნკერი უნდა გავიტანოთ!!!