დევიდ კრამერი: მე არ მესმის, როგორ უნდა შედგეს კომპრომისი, თუკი ნიკა მელია იქნება ციხეში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი “ოცნების” ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

მე არ მესმის, როგორ უნდა შედგეს კომპრომისი, თუკი ნიკა მელია იქნება ციხეში, როგორ უნდა დათანხმდეს ოპოზიცია კომპრომისს?! ამიტომ მოვუწოდებ “ოცნებას”, გაათავისუფლონ მელია, ამის მერე შესაძლებელი იქნება მხარეებისთვის, დასხნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და შეთანხმდნენ, მაგრამ თუ არ იქნება კომპრომისი – საქართველო უერთდება ისეთი ქვეყნების რიგს, როგორიცაა ჩხრილოეთ კორეა, კუბა, ჩინეთი და სხვები.. თავისი ერთპარტიული პარლამენტით , – ამბობს დევიდ კრემერი.

ცნობისთვის, “ხელი შევუწყოთ დემოკრატიას საქართველოში” – ამ სახელწოდებით სენატორ ჯინ შაჰინის ინიციატივით, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დებატები ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე: „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება
შემდეგი სტატიაევროპის წამლის სააგენტო​ -„ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური