ტიკარაძე: „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ევროპის წამლის სააგენტოსგან სულ რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ „ასტრაზენეკას“ მიმართ გაკეთებული დასკვნა, რომლის თანახმადაც, ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არც ერთ ქვეყანას იმის საფუძველს, რომ შეჩერდეს „ასტრაზენეკას“ მოხმარება. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშითამაზ ხუბუა თბილისის სოციალური კვლევების სკოლას სტუმრობდა
შემდეგი სტატიადევიდ კრამერი: მე არ მესმის, როგორ უნდა შედგეს კომპრომისი, თუკი ნიკა მელია იქნება ციხეში