დეტალები სტრასბურგის მსროლელთან დაკავშირებით

საფრანეგთის პოლიციამ სტრასბურგის მსროლელზე, 29 წლის შერიფ შეკატზე, რომელიც მთავარი ეჭვმიტანილია, ძებნა გამოაცხადა. სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, 13 დაშავდა, აქედან 7 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ადრე გავრცელდა, რომ ეჭვმიტანილი დაჭრილია, თუმცა, მან მიმალვა შეძლო.
პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის საშიშია.
შეკატმა ადრე სასჯელი მოიხადა გერმანიასა და საფრანგეთში. გერმანული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, შეკატმა სტრასბურგში თავდასხმამდე გერმანიიდან შეტყობინება მიიღო, რომელსაც არ უპასუხა.
საფრანეგთის მთავრობა და პოლიცია შაბათს დაგეგმილ ანტისამთავრობო აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დემონსტრაცია გადადონ.

წუხელ ღამით ეიფელის კოშკზე გლოვის ნიშნად შუქები ჩააქრეს. დამნაშავის ძებნაში ჩართულია პოლიციის 720 თანამშრომელი. სამართალდამცველებს გერმანელი კოლეგები ეხმარებიან. ქვეყანაში საშიშროების უმაღლესი დონეა გამოცხადებული, საახალწლო ღონისძიებებზე და ბაზროებბზე დაცვა გაძლიერდება.
სტრასბურგის ბაზრობაზე თავდასხმა სამშაბათს, დაახლოებით 20.00 საათისთვის მოხდა. პოლიციამ ბოროტმოქმედის სავარაუდო თანამზრახველები დააპატიმრა, ესენი არიან მსროლელის დედა, მამა და ორი ძმა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშივინ შევა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 2019 წელს
შემდეგი სტატიაიესო ქრისტეს კათოლიკე „ცოლები“ და „ნაკურთხი ქალწულები“