იესო ქრისტეს კათოლიკე „ცოლები“ და „ნაკურთხი ქალწულები“

ჯესიკა ჰეისმა საქორწინო კაბა, ვუალი და ბეჭედი იყიდა, მაგრამ როცა ეპისკოპოსი საკურთხეველთან მის საქორწილო ცერემონიალს ატარებდა, ჯესიკასთან საქმრო არ იდგა, რადგან ჯესიკა ცოლად… იესო ქრისტეს გაჰყვა!
ჯესიკა 41 წლისაა და მას „ნაკურთხი ქალწული“ ჰქვია – ეს არის კათოლიკე ქალების აღთქმა, რომელთაც საკუთარი ცხოვრების ღმერთისთვის მიძღვნა სურთ.
ღმერთისადმი ამდაგვარად თავის მიძღვნა კათოლიციზმში ოფიციალურად, დაახლოებით, 50 წლის წინ დაიშვა. იესო ქრისტეს ცოლობის კანდიდატი, რომელიც ჩაცმული პატარძალივით, პირობას დებს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე სხვასთან სექსუალურ ან რომანტიულ ურთიერთობაში არ შევა.
ქრისტეს ცოლები ატარებენ საქორწილო ბეჭედს. აშშ-ის „ნაკურთხ ქალწულთა ასოციაციის“ მონაცემებით, აშშ-ში სულ 254 „ქრისტეს ცოლი“ ცხოვრობს. ისინი მუშაობენ ძიძებად, ფსიქოლოგებად, მეხანძრეებად, ბურალტრებად, ზოგიერთ მათგანს კერძო ბიზნესი აქვს. ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის ქრისტეს, დაახლოებით, 5 ათასი ცოლი ეყოლება.
მონაზვნებისგან განსხვავებით, „ნაკურთხი ქალწულები“ ჩაკეტილ საზოგადოებაში არ არიან, არ ატარებენ სპეციალურ ტანსაცმელს და საერო ცხოვრებით ცხოვრობენ.
მამაკაცებისათვის კათოლიციზმში ანალოგიური მსახურება არ არსებობს. გასული წლის ივნისში „ნაკურთხ ქალწულთა საზოგადოება“ ვატიკანის მიერ მიღებულმა ახალმა დოკუმენტმა აღაშფოთა. დავა იმაზე იყო, უნდა იყოს თუ არა „ნაკურთხი ქალწული“ ფიზიოლოგიურადაც ქალიშვილი მანამდე, სანამ აკურთხებენ.
მონაზვნებისგან განსხვავებით, „ქრისტეს ცოლებისგან“ მთელი თავისი ცხოვრების მანზილზე მოითხოვდნენ ქალიშვილობის შენახვას. ახალი დოკუმენტის 88-ე განყოფილებაში კი, რომელიც ვატიკანმა მიიღო, ნათქვამია, რომ “საკუთარი სხეულის შენახვა შეკავებით და სანიმუშოდ” მნიშვნელოვანია, მაგრამ მოთხოვნილი პირობა არ არის, ანუ ახლა „ნაკურთხი ქალწულობა“ არაქალიშვილებსაც შეუძლიათ.
„ნაკურთხი ქალწულების ამერიკული ასოციაცია“ ვატიკანის ახალი სახელმძღვანელოს იმედგაცრუებად თვლის.

მომზადებულია „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტის, ვალერია პერასოს სტატიის მიხედვით

banner
წინა სტატიაშიდეტალები სტრასბურგის მსროლელთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიათურქეთმა სირიის საზღვარზე სამხედროები გადასხა