დეპუტატები დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს მოუსმენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს მოუსმენს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, კანდიდატთან ძირითადი შეკითხვები მის ბიოგრაფიასთან და წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით ექნებათ.

პაატა სილაგაძე ერთ-ერთია იმ ათკაციანი სიიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დეკემბერში, წარმოადგინა.

„ის მოიაზრება, როგორც კლანის ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელი. მასთან გვაქვს კითხვები, როგორც საბჭოში მის საქმიანობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებით, ასევე, ბიძინა ივანიშვილის კომპანიებთან მისი ოჯახის კავშირებზე“, -განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიპანკისის ხეობა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს
შემდეგი სტატიამიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომა განახლდება