პანკისის ხეობა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს

“პანკისის ხეობა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს”,-ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ზრუნავს პანკისში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და სრული ინტეგრაციისთვის მოსახელეობის ძირითადად პროცესებში, რაც ვითარდება ქვეყანაში.

“პანკისი არ არის არანაირი საფრთხის შემცველი რაღაც ანკლავი, რასაც შეგნებულად წარმოაჩენენ ჩვენი მტერი სახელმწიფოების პროპაგანდისტები, ვინაიდან იქ ცხოვრობენ ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩვეულებრივი ყოფა გააჩნიათ, არაფრით განსხვავებული სხვა კუთხეებში მაცხოვრებელი ადამიანებისგან. ბუნებრივია, პანკისის ხეობაში თავმოყრილია რელიგიურად მუსლიმი მოსახლეობა. იქაც არის მიმდინარეობები, მაგრამ თუ არ მოხდა სპეციალური პროვოცირება იქ რაღაც მოვლენების, მე ვფიქრობ არანაირ საფრთხეს პანკისის ხეობა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არ წარმოადგენს. შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს იქ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, სრული ინტეგრაციისთვის მოსახელეობის ძირითადად პროცესებში, რაც ვითარდება ქვეყანაში. ძალიან გვეხმარებიან ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ვინაიდან უმრავ საინტერესო პროექტს, ჰუმანიტარულ პროექტებს ვგულისხმობ, აფინანსებენ და მხარს უჭერენ. შეეხება ეს ტურიზმის განვითარებას, საგანმანათლებლო მიმართულებას თუ სხვა მიმართულებას, ასე რომ იქ დღესდღეობით არანაირი საფრთხე არ არსებობს, იმისა რომ რაღაც მუქ ფერებში დახატული სიტუაციები განვიხილოთ, არანაირი მსგავსი”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივნისის მოვლენების დროს ქვეყანა ჩამოშლის საფრთხის წინაშე იდგა
შემდეგი სტატიადეპუტატები დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს მოუსმენ