არა, პუტინის „პროვოცირება“ ყირიმის ხიდზე აფეთქებას არ გამოუწვევია, ის ომის ტემპის შეცვლას ცდილობს სარაკეტო დარტყმით – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრი კულებას განცხადებით, კრემლის ლიდერის „პროვოცირება“ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას არ გამოუწვევია.
კულებას თქმით, პუტინი რუსეთის სასარგებლოდ ცდილობს ომის ტემპის შეცვლას.

„არა, პუტინის „პროვოცირება“ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას არ გამოუწვევია. ხიდის აფეთქებამდე რუსეთი მუდმივად ახორციელებდა სარაკეტო დარტყმებს უკრაინაზე. პუტინის სასოწარკვეთილია ბრძოლის ველზე დამარცხების გამო და ამიტომ იყენებს სარაკეტო ტერორს. ის ცდილობს ამ გზით ომის ტემპი რუსეთის სასარგებლოს შეცვალოს“, – აცხადებს კულება.

კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიქტატორს საზარელი დანაშაულის ჩასადენად პროვოცირება არ სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარის წერილი ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს
შემდეგი სტატიადეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება