“დემოკრატიას საქართველოში ბზარი გაუჩნდა” – ჩერნოვეცკი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ არ გამორიცხა, რომ მან კენჭი ქობულეთის მაჟორიტარად იყაროს. როგორც ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში განაცხადა ის ქობულეთის სიტუაციას კარგად იცნობს და ქობულეთელებიც მის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი. პარტია „ბედნიერი საქართველოს“ ლიდერმა არ დააკონკრეტა თუ ვისთან შეიძლება ქონდეს პოლიტიკური კავშირი და განაცხადა, რომ ის პოლიტიკურ , ისევე როგორც ბიზნეს პარტნიორებს დიდი სიფრთხილით არჩევს: „მხოლოდ ერთხელ შევხვდი მურმან დუმბაძეს, მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, მესაუბრა აჭარის პრობლემებზე, მეტი ფაქტიურად არავის შევხვედრივარ. მე ჯერ სიფრთხილით ვეკიდები ნებისმიერ კავშირებს. ამის გამოცდილება მაქვს და იმიტომ. ბევრი წელია პოლიტიკაში ვარ , განხიბვლა დამემართა იმ გუნდის მიმართ, ვისთან ერთადაც კიევის მერად მივედი. პოლიტიკაში პარტნიორებად ისეთ ხალხს ვირჩევ როგორსაც ბიზნესში“- განაცხადა ჩერნოვეცკიმ. ჩერნოვეცკიმ მისთვის ოლიგარქის წოდების გამო ინგა გრიგოლიას ტონი დაუწუნა და აღნიშნა, რომ ის არაა ოლიგარქი, რადგან ხელისუფლებასთან ერთად ბიზნესი არასოდეს უკეთევბია:

პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება. ის უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი გადადგომის მიზეზები არ განმარტა.

„პირველად გავიგე ევროპული ქვეყნის შესახებ, სადაც საზოგადოება მთავრობის მეთაურისგან, თავისი გადადგომის მიზეზების შესახებ მკაფიო განმარტებას არ იღებს. რა უნდა მომხდარიყო: პრემიერი ავად გახდა, ჩაიდინა გაუგებარი საქციელი, არ ეთანხმება პარლამენტის უმრავლესობას, ვერ ატარებს საკუთარ პოლიტიკურ ხაზს, თუ არის რამე სხვა მიზეზები, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს? ნებისმიერ შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილს უნდა ეყოს გამბედაობა, გამოავლინოს პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ და თქვას, თუ რა მოხდა სინამდვილეში… რა გახდა ასეთი ნაჩქარევი გადადგომის მიზეზი?!

ამავე დროს, როგორც პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი, ვთვლი, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს მკაცრად განსაზღვრულ კონსტიტუციურ ვადაში, რათა დარჩენილი 10 თვის განმავლობაში,საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა გაარკვიონ, თუ ვინ წარმოადგენს მათ ინტერესებს მომავალ მთავრობასა და პარლამენტში. არჩევნების დაჩქარებამ შესაძლოა საქართველოს მოსახლეობისთვის, ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპროკურატურის მრჩეველს გიორგი ინწკირველს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა