შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს

შალვა ნათელაშვილი:

შალვა ნათელაშვილი“ოლიგარქი, ე.წ. პრემიერ-მინისტრად ანუ თავისი მილიარდების დარაჯად ნიშნავს მორიგ ბანკირს. ეს ფაქტი ხალხისთვის სულში ჩაფურთხებაა, იმითაც რომ ბატონი კვირიკაშვილი ავბედით 90-იან წლებში მუშაობდა ავადსახსენებელ ვანო ჩხარტიშვილთან ერთად “გაერთიანებულ ქართულ ბანკში”, საიდანაც როგორც ცნობილია, მათ დაიტაცეს ჩვენი ხალხის ანაბრები და დატოვეს ქვეყანა მშიერ-ტიტველი.
პრემიერობის კანდიდატი ასევე, გახლდათ მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი და მისივე ხელდასმით 1999 წელს მოქ-კავშირის სიით პარლამენტის დეპუტატი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ივანიშვილის მილიარდებით ნაყიდ უმრავლესობას ჭკუას მოეგეთ! არ დაამტკიცოთ ანაბრების გამტაცებელი პრემიერად და დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები სასწრაფოდ, სანამ ჯერ კიდევ დროა!”– ნათქვამია “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“არ ვიცი რა ჰქვია იმ ფენომენს, რომ თანამდებობებზე აღადგინო ის ადამიანები, რომლებიც ამავე საზოგადოებისთვის უსამართლობის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ”
შემდეგი სტატია“დემოკრატიას საქართველოში ბზარი გაუჩნდა” – ჩერნოვეცკი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება