საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე იყო საუბარი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანსა და თბილისში მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შორის.
გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დელეგაცია დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებებით, ზოგადად განხორციელებულ ცვლილებებსა და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, აქცენტი ამ საკითზე არსებულ განსხვავებულ მოსაზრებებზე გაკეთდა.
„დელეგაცია დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებებით, ზოგადად განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ.