“ირანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანა მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი”

ირანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრების მთავარი თემა ირანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის შესაძლო შემოტანის საკითხია.

“საუბარი იქნება ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, რამდენად შესაძლებელია, რამდენად კონკურენტუნარიანი ფასები. თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, რომ ირანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანა მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი – აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ირანში რამდენიმე შეხვედრა გამართა. კახა კალაძე უკვე შეხვდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს.

banner
წინა სტატიაში„დელეგაცია დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით“
შემდეგი სტატია“ლარის საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ველოდებით”