დეკანოზის შეწყალება – ადვოკატები პრეზიდენტს მიმართავენ

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები საქართველოს პრეზიდენტს, მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართავენ. ადვოკატები განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უახლოეს დღეებში, უზენაესი სასამართლოს განჩინების ჩაბარების შემდეგ შეიტანენ. გვიან ღამით დეკანოზი ციხეში ადვოკატმა გიორგი ფანცუალაიამ მოინახულა. მისი თქმით, შეწყალების თხოვნა არ ნიშნავს იმას, რომ მამა გიორგი დანაშაულს აღიარებს.

„ეს შეტანა შეწყალებაზე არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამით ვასრულებთ, ჩვენ მაინც ვაპირებთ ევროპის სასამართლოში წასვლას და მამა გიორგის უდანაშაულობის დამტკიცებას,“-განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა პატრიარქს მხნეობა და ერის საკეთილდღეოდ გამძლეობა უსურვა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო კომისია დღეს გახარიას, წულუკიანს და შოთაძეს გამოკითხავს