საგამოძიებო კომისია დღეს გახარიას, წულუკიანს და შოთაძეს გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომის​იის სხდომაზე დღეს შს მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გამოიკითხებიან.

საგამოძიებო კომისიის სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. ჯერ უცნობია, ვინ გამოიკითხება პირველი, თუმცა ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, თეა წულუკიანი ბოლოს დაიკითხება.

თითქმის ორთვიანი მუშაობის განმავლობაში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უკვე 70-მდე ადამიანი გამოკითხა, მათ შორის დაპირისპირებაში მონაწილე და თვითმხილველი არასრულწლოვნები. კომისიის წევრები ვარაუდობენ, რომ დასკვნა სექტემბერში იქნება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზის შეწყალება – ადვოკატები პრეზიდენტს მიმართავენ
შემდეგი სტატია“ურცხვად იტყუება …პასუხი უნდა მოსთხოვოს სინოდის თითოეულმა წევრმა” – თორნიკე მამალაძე