დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: ამ ოცდაათი წლის განმავლობაში, ჩვენ არასწორად ვაშენეთ ეკლესია, მრავალი შეცდომა დავუშვით

ამ ოცდაათი წლის განმავლობაში, ჩვენ არასწორად ვაშენეთ ეკლესია, მრავალი შეცდომა დავუშვით.

არ ვიცოდით, რომ ეკლესია, როგორც ქრისტეს სხეული, შენდება იმ შემთხვევაში, როცა იქ ქრისტე არის მთავარი და არა ჩვენ. ჩვენ ეკლესიაში ქრისტესთვის უნდა გაგვეღო კარი ფართოდ. ამის სანაცვლოდ, ხშირ შემთხვევაში, პირიქით, – ვდევნეთ და ვდევნეთ ქრისტე მისი ეკლესიიდან, როცა მთელი სისავსით არ ავაღორძინეთ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ყველაზე მთავარი – ევქარისტიული ცხოვრება და ისიქასტური ლოცვითი პრაქტიკა, ანუ გონიერი ლოცვა, ანუ ჭეშმარიტი ლოცვა.

პრინციპში, ფარისევლობას ვასწავლიდით ჩვენს მრევლს, როცა მათ ხელში ვაჩეჩებდით წმინდანთა გულებიდან ამოხეთქილ უწმინდეს სიტყვებს – ლოცვებისას, ფსალმუნებისას და ვატყუილებდით, რომ მათი გაზეპირებული კითხვა, მექანიკური აღსრულება ამ ყოველივესი, არის ლოცვა.

არც ჩვენ ვიცოდით და ვერც სხვას ვასწავლიდით, არც ვსწავლობდით და ვერც სხვას ვეხმარებოდით, ვერც სხვაზე ვზრუნავდით, ანუ არც ჩვენ შევდიოდით სასუფეველში და სხვებსაც ხელს ვუშლიდით – როგორც უფალი ამხელს ფარისეველთ.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა: ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა კატეგორიულად მიუღებელია
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – დღევანდელი შეხვედრა უშედეგო არ იყო, რადგან ხელისუფლებამ პირველად ღიად აღიარა, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა სამართლიანი არ არის