დეკანოზი თამაზ ლომიძე: როგორ უნდა გაბედოს მონასტრის წინამძღვარმა ჯერ ავტომატის ქონა და შემდეგ ბანდიტივით ტრასაზე ჩასაფრება

რამდენიმე თვის წინ, როცა ჩვენი ეკლესიის სიყვარულის გამო გამოვთქვი აზრი, რომ დამღუპველია ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის მიმართ უაზრო და უკონტროლო პრივილეგიები, ზოგიერთმა ბრალი დამდო, შენ ჩვენი ეკლესიისთვის ცუდი და მისი დევნა გინდაო. ახლა გეკითხებით, როგორ უნდა გაბედოს მონასტრის წინამძღვარმა ჯერ ავტომატის ქონა და შემდეგ ბანდიტივით ტრასაზე ჩასაფრება და ადამიანისთვის სროლა? ან საერთოდ რატომ უნდა იყოს ასეთი ხალხი მონასტრის წინამძღვრად და ეპისკოპოსის პრივილეგირებულ “შვილობილად”? იმიტომ, რომ ბევრმა სწორედ ეს პრივილეგია და ხელშეუხებლობა იყნოსა ეკლესიაში, თბილად მოკალათდა, არც მისი ძველი ცოდვილი ცხოვრება დათმო და ავტომატებიც თან მოიტანა.
ამიტომ, არასოდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სასულიერო წოდება პრივილეგია კანონის წინაშე. პირიქით, სასულიერო პირმა ყველაზე მკაცრად და პირნათლად უნდა დაიცვას კანონი.
უსაზღვროდ სამწუხაროა, რომ სწორედ ასეთი შემთხვევების გამო, მთელ ეკლესიას და ბევრ წესიერ სასულიერო პირს ეცხება ჩირქი-წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე მეუფე იობს მიმართავს
შემდეგი სტატიალონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა