დეკანოზი ილია ჭიღლაძე მეუფე იობს მიმართავს

აი, ვინ არიან ეკლესიის მტრები, ძვირფასო ურბნელ-მროველო მეუფეო, ეს ერთი და კიდევ რამდენი ამისთანა აკურთხეთ, და არა ჩვენ, ვინც ხელი მოვაწერეთ იმ ორ მიმართვას ქართველი ერის გენოციდის თავიდან ასაცილებლად, ეკლესიის, ქართული სახელმწიფოს და მედიცინის დასაცავად პანდემიის პირობებში, ღვთის უმთავრეს მცნებაზე დაყრნობით. თქვენ ჯერ ყინწვისი დააზიანეთ (ისე როგორც სხვა ბევრი ისტორიული ტაძარი და ციხე-სიმაგრე თქვენს ეპარქიაში) და უამრავი არასწორი სწვლება-ქადაგებით დააბნელეთ ეკლესია და ერი, ამ ავაზაკთა ქვაბად აქციეთ ღვთის ეკლესიები! ძალიან ვწუხვარ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბავშვობაში და ჭაბუკობაში უდიდეს პატივს მოგაგებით შორიდან, სავსებით დაუმსახურებლად და დაამსხვრიეთ ის სიყვარული და პატივისცემა თქვენი სახელისადმი. თქვენი უკანასკნლ დროს გავრცელებული ქადაგებები, რომელიც საღად მოაზროვნე სასულიერო პირების და თეოლოგების შეურაცხყოფას მიეძღვნა, არის უდიდესი შეცდომა და დანაშაული ღვთის წინაშე. ასევე, უნდა სცხვენოდეს ყველას, ვინც ეს დღეები ჟურნალისტები მატყუარებად გამოიყვანა და საზოგადებას სიცრუით ურევდა გზა-კვალს.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი შვიდით გაიზარდა
შემდეგი სტატიადეკანოზი თამაზ ლომიძე: როგორ უნდა გაბედოს მონასტრის წინამძღვარმა ჯერ ავტომატის ქონა და შემდეგ ბანდიტივით ტრასაზე ჩასაფრება