დეკანოზი ილია ჭიღლაძე: უკრაინის რუსული ეკლესიის მეთაური ონოფრე დაინფიცირებულია

“მოსკოვის საპატრიარქოს ეგზარქოსს უკრაინაში, უნეტარეს ონუფრის (ტიტული: უნეტარესი მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა) კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გარდა უკრაინის რუსული საეგზარქოსოს ოთხი მღვდელმთავარია კორონავირუსით დაავადებული: მიტროპოლიტი ანტონი, მიტროპოლიტი პავლე, ეპისკოპოსი იონა, ეპისკოპოსი სილვესტრი. უკრაინის საეგზარქოსოს იერარქები არ ითვალისწინებდნენ სახელმწიფოს და მედიკოსების მოთხოვნებს, არ მოუწოდებდნენ მრევლს სახლში დარჩენისაკენ. უკრაინის საგზარქოსოს ცენტრი, კიევის პეჩორის ლავრა მთლიანად “კორონიზებულია”: დაავადებულია 129 ბერი და ბერი და 15 სემინარისტი, უკვე გადაიცვლა 3 ბერი. უკრაინის ავტოკეფლური ეკლესიის მღვდელმთავარები კი ჯანმრთელად არიან, ისინი თავიდანვე ადეკვატურად მოეკიდნენ შესაბამის რეკომენდაციებს და გაითვალისწინეს ბოლომდე”,-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 230 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი – პოლიტიკოსები, რომელიც ამბობენ, რომ ვმალავთ დაავადებას, შეურაცხყოფას გვაყენებენ ჩვენ, ექიმებს