ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი – პოლიტიკოსები, რომელიც ამბობენ, რომ ვმალავთ დაავადებას, შეურაცხყოფას გვაყენებენ ჩვენ, ექიმებს

პოლიტიკოსი, რომელიც ამას ამბობს, შეურაცხყოფას გვაყენებს ჩვენ, ექიმებს, რომ ვმალავთ დაავადებას- რადგანაც სახელმწიფოს მხოლოდ ჩვენს მიერ უკვე აღმოჩენილი და დათვლილი რიცხვები მიეწოდება და მანიპულირების არანაირი ბერკეტი არა აქვს, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ გვერდზე წერს.

მისი თქმით, კლინიკები დაინტერესებული არიან, რომ არცერთი, ვირუსით დაავადებული არ გაეპაროთ.

„იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ამ სადღესასწაულო დღეებში კეთდება სპეკულაცია, რომ ახლავე ითხოვს განმარტებას: კოვიდ-19 -ის დადგენა ხდება კლინიკებში, ე.წ. პისიარის კვლევით დამოწმებისას (მაქსიმალურად გასაგებად მინდა მოგაწოდოთ). პოზიტიური პასუხის შემთხვევაში (ანუ, როცა დასტურდება), ავადმყოფებს ვითვლით ჩვენ და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. თვლაში და გამოვლენაში ა რ ა ვ ი თ ა რ(!!) მონაწილეობას არ იღებს სამინისტრო, როგორც სახელმწიფო (დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, ცხადია ასევე სახელმწიფო სტრუქტურაა თუმცა მას ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია კლინიკებზე). კლინიკები დაინტერესებული ვართ, რომ არცერთი კოვიდ დაავადებული არ გაგვეპაროს! ფინანსურადაც კი სისულელეა ჩვენთვის დაავადებულის დამალვა, რომ არაფერი ვთქვათ ეპიდემიოლოგიურ და თუნდაც მორალურ ასპექტზე- რომელიც არავისზე ნაკლები არ გვაქვს. ვიკვლევთ ყველა იმ საეჭვოს, რომელსაც რაიმენაირად აქვს რისკი გადადებოდა კორონა ვირუსი. ამის მიუხედავად, საკმაოდ მცირე პროცენტია დადებითი პასუხები. ანუ, თეორიულად შეუძლებელია უამრავი დაავადებული დადიოდეს უკონტროლოთ ქალაქში. მაქსიმუმ- დაავადებულთა 10-20% რაც არაა დიდი რიცხვი და მით უფრო “უამრავი”!
პოლიტიკოსი, რომელიც ამას ამბობს, შეურაცხყოფას გვაყენებს ჩვენ, ექიმებს, რომ ვმალავთ დაავადებას- რადგანაც სახელმწიფოს მხოლოდ ჩვენს მიერ უკვე აღმოჩენილი და დათვლილი რიცხვები მიეწოდება და მანიპულირების არანაირი ბერკეტი არა აქვს.
ამ დიდებულ დღეს არავის გალანძღვა არ მინდა, ამიტომ ვცდილობ დავიჯერო, რომ როდესაც მავანი პოლიტიკოსები ასეთ განცხადებას აკეთებენ, ან გადიდებულ თვალიანი შიშით მოსდით, ან საკითხის სრული უვიცობით. სავარაუდოდ- ორივეთი ერთად და იმედი მაქვს, არა აქვთ ჩვენი შეურაცხყოფის სურვილი“, – წერს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: უკრაინის რუსული ეკლესიის მეთაური ონოფრე დაინფიცირებულია
შემდეგი სტატიაზუგდიდში სასაფლაოებს სამართალდამცავები და შინაგანი ჯარი აკონტროლებს (foto)