დეკანოზი ილია ჭიღლაძე: უფსკრულისკენ მიექანება ქვეყანა!

“რად გინდათ ქართველებს ავტოკეფალია?! როგორც კი მოიპოვებთ მას, ერთმანეთს დაერევით შესაჭმელად!”

ამ სიტყვებით მიმართავდა საქართველოს უკანასკნელი რუსი ეგზარქოსი, მთავარეპისკოპოსი პლატონი (როჟდესტვენსკი) ქართველ სამღვდელოებას. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ეს აგვიხდა ერთი ერთში… სრული სიზუსტით სცოდნია ეგზარქოსს ჩვენი ერის ხასიათი და ქცევა… აქ ამ სისხლიანი და ცრემლიანი, სამარცხვინო საეკლესიო ისტორიის დეტალებს აღარ მოვყვები, საკმაოდაა შესწავლილი და გამოქვეყნებული შესაბამის სამეცნიერო გამოცემებში.

1980-იან წლებში, როდესაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ ქართველები, კოლონიზატორი რუსები სავარაუდოდ კვლავ იგივეს ფიქრობდნენ. ყოველშემთხვევაში, იგივე მოხდა და ხდება…

უფსკრულისკენ მიექანება ქვეყანა! პირველ რიგში იმიტომ, რომ ერად ვერ შევდექით და ამ ხალხის მასაში უამრავ გულუბრყვილოსთან ერთად, უამრავზე მეტი პრიმიტიული აზროვნების ფანატიკოსი, კრიმინალი, კომფორმისტი, ლაქია, და აფერისტი აღმოჩნდა. ეს დაამტკიცა ქვეყნის თავისუფლების ამ სამი ათეული წლის შავბნელმა ისტორიამ. ეს გამოაჩინა უახლოესმა დღეებმაც. მგონი მართლები არიან პუტინი და სხვა რუსი იმპერიალიტები, რომ საქართველო არ იმსახურებდა დამოუკიდებლობის მოპოვებას და მათ კოლონიად უნდა დარჩენილიყო.

შესაბამისად, ისინი თავის მიზანს ალბათ მიაღწევენ.

ჯერ სად ვართ….

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაში2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები უკვე გამოვლინდა
შემდეგი სტატიაბიშკეკში 19 წლის გოგოს მოტაცებისა და მოკვლისთვის 20 წელი მიუსაჯეს