ბიშკეკში 19 წლის გოგოს მოტაცებისა და მოკვლისთვის 20 წელი მიუსაჯეს

ყირგიზეთში, ბიშკეკში, ყველაზე ხმაურიან საქმეზე განაჩენი გამოიტანეს. 30 წლის მარს ბოდოსევს 20 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯეს 19 წლის ახალგაზრდა ქალის ცოლად მოყვანის მიზნით მოტაცებისა და მკვლელობის გამო. სასამართლო თვლის, რომ ბოდოსევის ბრალეულობა დამტკიცებულია. მის თანამზრახველს აკმარ სეიტოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ყირგიზეთში ოჯახების 20% ახალგაზრდა ქალების მოტაცებით იქმნება. ბიშკეკის ცენტრში მდებარე სამედიცინო კოლეჯის შენობაში, სადაც 19 წლის ბუდულაი ტურდაალი კიზი სწავლობდა, მისი ფოტოები გამოაკრეს, როგორც ქალების მოტაცებასთან ბრძოლის სიმბოლო. უფლებადამცველი Freedom House-ის ინფორმაციით, ასეთი გოგო ყირგიზეთში ყოველწლიურად 8-12 ათასია. მაგრამ ბუდულაის საქმე ყველაზე ხმაურიანი იყო – ის გამტაცებელმა პირდაპირ პოლიციის განყოფიელბაში მოკლა. მანქანა, რომელშიც გამტაცებლები და გატაცებული ისხდნენ, პოლიციამ ბიშკეკიდან 70 კმ-ში დააკავა. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას გამტაცებელმა კარი შიგნიდან ჩაკეტა, გოგონას დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და თვითონაც თავის მოკვლას შეეცედა. ორივე მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბუდულაი ვერ გადაარჩინეს. პოლიციელებს, რომლებიც შემთხვევას ესწრებოდნენ, დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ხუთის წინააღმდეგ გულგრილობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: უფსკრულისკენ მიექანება ქვეყანა!
შემდეგი სტატიასტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე სროლის შედეგად დაღუპული და დაშავებულები არიან