დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ეკლესიის მტრობა, ანტიეკლესიური ქცევა ზაგორსკული კადრის ან ნაციხარი მეუფეების დანაშაულებრივ საქმეთა კრიტიკა არაა, პირიქით ესაა ეკლესიის გაწმენდის და გადარჩენის მცდელობა

ეკლესიის მტრობა, ანტიეკლესიური ქცევა ზაგორსკული კადრის ან ნაციხარი მეუფეების დანაშაულებრივ საქმეთა კრიტიკა არაა, პირიქით ესაა ეკლესიის გაწმენდის და გადარჩენის მცდელობა;

ეკლესიის მტრობა და ანტიეკლესიური საქმეა ეკლესიის სწავლების და ღვთისმეტყველების უარყოფა, დამახინჯება, გაყალბება; ეკლესიის მტრობაა მისი ავსება კრიმინალებით და უვიცებით, კორუფციით და სხვა სიმახინჯეებით;

ეკლესიაში დაბუდებულ ანაფორიან ავაზაკთა მხილება არათუ ეკლესიის მტრობა არაა, პირიქით ეკლესიის მოყვრობა და მოკეთეობაა; ეკლესია არც შიოლაშვილია, არც მისი ნახირი, ეკლესია არის ქრისტე და მისი მოძღვრება, 7 მსოფლიო საეკლესიო კრება და წმინდანები. იმედია წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა შეგიძლიათ. ყელში ამოვიდა თქვენი ფარისევლობა, მაიმუნობა, მავნებლობა. დაიცავით სეკულარიზმი, რესპუბლიკა, სახელმწიფო. დაიცავით ქართველი ხალხი ირანიზაცია-კრემლიზაციისგან ან წაეთრიეთ სახლებში.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე თავის განცხადებას Facebook-ზე ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ფონიჭალა რომ არსებობს, ეს დღეს გაიგეს? ვინ მფარველობს ფონიჭალას?
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი თევდორაშვილი დანიშნა