ირმა ინაშვილი: ფონიჭალა რომ არსებობს, ეს დღეს გაიგეს? ვინ მფარველობს ფონიჭალას?

რომელ ნარკოტიკზე გველაპარაკება “ქართული ოცნების” ხელისუფლება. ჯერ კანაფის წარმოების პროექტი შემოაგდეს პარლამენტში, კოსმეტიკური მიზნებისთვის გამოვიყენებთ, სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვექნებაო, მერე ნარკოტიკის პოპულარიზატორი “გირჩი” შეიტანეს იგივე ადგილზე- პარლამენტში! ფონიჭალა რომ არსებობს, ეს დღეს გაიგეს? ვინ მფარველობს ფონიჭალას, როგორ ჩნდება ამ უბანში ნარკოტიკული საშუალებები? ყველაფრისმკადრებელი ხელისუფლება გვყავს, სამწუხაროდ! და ვინც მას ყველაფერში ამართლებს, ის კიდევ უარესია. თაობები კვდება ნარკოტიკისგან ჩვენს თვალწინ, წალეკა ნარკოტიკმა სკოლა, ინსტიტუტები, ქუჩა, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიც, ავრცელეთ ახლა ფონიჭალას კადრები და ამასობაში იმ ბარიგამ კიდევ რამდენი ადამიანი გააუბედურა, ვინ იცის-წერს ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: ეკლესიის მტრობა, ანტიეკლესიური ქცევა ზაგორსკული კადრის ან ნაციხარი მეუფეების დანაშაულებრივ საქმეთა კრიტიკა არაა, პირიქით ესაა ეკლესიის გაწმენდის და გადარჩენის მცდელობა