დეკანოზი ილია ჭიღლაძე: აუცილებელია, სამოქალაქო საზოგადოება ფეხზე დადგეს და შეარცხვინოს ისინი, ვისაც სინდისის ძარღვი გაწყვეტილი აქვს

როგორც ვრცელდება ინფორმაცია, პუტჩის და სამოქალაქო ომის ერთერთ ორგანიზატორს, თენგიზ სიგუას თბილისის სიონის ტაძარში დაასვენებენ. ადამიანს, რომელიც, როგორც ცნობილია, სინანულიც კი არ გამოუხატავს ეროვნული და სახელმწიფო დანაშაულის გამო. ეს იმის ბრალია, რომ თავის დროზე მავანთ შერჩათ სისხლიანი ჯაბა იოსელიანის სიონში “გაპატიოსნება” და დიდუბის პანთონში დასაფლავება, ხოლო ქართველმა ერმა გადაყლაპა ეს სამარცხვინო ფაქტი და შეურაცხყოფა. აუცილებელია, სამოქალაქო საზოგადოება ფეხზე დადგეს და შეარცხვინოს ისინი, ვისაც სინდისის ძარღვი გაწყვეტილი აქვს-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშიმღვდელმონაზონ ანდრია (სარიას) მღვდელმოქმედება აეკრძალა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია დავოსში ილჰამ ალიევს შეხვდა