დეკანოზი ილია ჭიღლაძე : აღმოჩნდა, რომ გელათის ტაძრის გადახურვა უვარგისია, წყალი ჩადის ყველგან

აღმოჩნდა, რომ გელათის ტაძრის გადახურვა უვარგისია, წყალი ჩადის ყველგან, ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ზაფხულში გელათის მთავარი ტაძრის სახურავის გადახურვის სამუშაოები და ქვის პერანგის კონსერვაცია დასრულდა და ხარაჩოები მოხსნეს, ახლა აღმოჩნდა რომ მთელი გადახურვა უვარგისია, წყალი ჩადის ყველგან, გარდა გუმბათის კონუსის, და მიმდინარეობს კვლავ დროებითი გადახურვის მოწყობა წყლის ასარიდებლად, რომელიც თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

თვეებია ამაზე ინფორმაცია ვრცელდება: დაზიანდა-დასველდა-გამომარილდა ფრესკები და ქვის პერანგი, წყალში ჩაიყარა რამდენიმე მილიონი ლარი და წლობით მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები და გუშინწინ საპატრიარქოს პრესპიკერმა დეკ. ჯაღმაძემ არაფერი ვიციო, ხოლო გენათელმა მიტროპოლტმა იოანემ ყველაფერი კარგადაა და წყალი არ ჩადისო. მართლაც ტრაგიკომედიად იქცა საქართველო, ინფანტილიზმის, უვიცობის, უგულობის და იდიოტიზმის დოღია ყველა სფეროში…
ეს ზედა ფოტო გუშინდელია და გადაიღო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია”-მ. ქვევით კი შესადარებლად: ზაფხულში გადაღებული ორი ფოტო, როდესაც რესტავრაცია-გადახურვა დასრულდა და ხარაჩო მოხსნეს.”

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : მანიპულირება ადვილია, თუ გიორგი ვაშაძე გქვია
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე : ისევ ოცნების გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანა დაღუპულია