დეკანოზი გიორგი მამალაძე ექვს მაღალჩინოსანს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის

მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ექვს მაღალჩინოსანს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის.

უფლებადამცველების განცხადებით, სარჩელი სააპელაციო სასამართლოში შევა.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებით საჩივრის წარმოებაში არ მიღებას ეხება.

„ორი სამოქალაქო სარჩელი დაიწერა პატივის, ღირსების შელახვისთვის და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე. ერთი ეხებოდა ედიშერ ქარჩავას, რომელიც გარკვეული ბრძოლის და შენიშვნების მიღების შემდეგ მიღებულ იქნა სასამართლოს მიერ და ზუსტად ანალოგიური მოთხოვნით, ანალოგიური შინაარსით ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ მოთხოვნა პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებით სასამართლომ ეს არ მიიღო. სააპელაციომ გადაწყვიტოს რამდენად მისაღები იყო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო პირველმა ინსტანციამ,” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მოწმეების დაკითხვით გრძელდება. ბრალდების მხარეს 100-ზე მეტი მოწმე ჰყავს. მათ შორის დღევანდელ პროცესზე დაიკითხებიან საქმის გამომძიებლები, ასევე 20/30-ის ყოფილი ექსპერტი, არჩილ გამზარდია.

 

banner
წინა სტატიაშირუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და სამხედრო შეიარაღება უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენული ტერიტორიიდან
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო რეფორმით დადასტურდა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული არაფერი არ იყო