საკონსტიტუციო რეფორმით დადასტურდა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული არაფერი არ იყო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 11, 2017 13:52

საკონსტიტუციო რეფორმით დადასტურდა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული არაფერი არ იყო

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმით დადასტურდა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული არაფერი არ იყო.

როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, კონსულტაციები და კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებს შორის უნდა შედგეს.

“ასეთი კონსულტაციებისთვის აბსოლუტურად ღია ვართ. შესაბამისად, ამ ფორმატში შეგიძლია კონსულტაციები გავმართოთ პოლიტიკურ პარტიებთან. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს, რაიმე მიმართულია პრეზიდენტის წინააღმდეგ და კონკრეტულად საკონსტიტუციო რეფორმა, ჩვენ კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით დავამტკიცეთ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ არაფერი არ იყო მიმართული. საუბარი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზეც და თავიდანვე განვაცხადეთ და საბოლოო ჯამში, კონსტიტუციურ პროექტში ავსახეთ, რომ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესი რჩება. რაც შეეხება სტატუსს და კომპეტენციებს, აქ ცვლილება არ გვაქვს – სტატუსიც იგივე რჩება, კომპეტენციებიც არსებითად იგივეა. შესაბამისად, საკონსტიტუციო რეფორმით დადასტურდა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული არაფერი არ იყო. საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მიზანი და ამოცანა, დახვეწილი საპარლამენტო მმართველობა იყო”, – განაცხადა კობახიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 11, 2017 13:52

Google სტატისტიკა


3,536
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics