დეკანოზ გიორგი მამალაძის დანაშაულს დავადასტურებთ- პროკურორი

დეკანოზ გიორგი მამალაძის დანაშაულს დავადასტურებთ- ეს განცხადება, ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა, საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც საქმეზე წინა სასამართლო სხდომა იმართება. პროკურორის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ნაწილში გამოძიება დასრულებულია, თუმცა მისივე თქმით, ძიება სხვა თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გრძელდება.

„დასრულდა გამოძიება და მოსამართლე ამ მტკიცებულებების დასაშვებობას შეაფასებს. ჩვენ გვაქვს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რაც უტყუარი მტკიცებულებებია. ჩვენ დავადასტურებთ მის დანაშაულს. გამოძიება მამალაძის ნაწილში დასრულდა და გრძელდება სხვა თანამზრახველების გამოვლინების მიზნით“,-აღნიშნა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაშიდავაყენებთ შუამდგომლობას მტკიცებულებების დაუშვებლობასა და მამა გიორგის გათავისუფლებაზე – გიორგი ფანცულაია
შემდეგი სტატიაე.წ. ციანიდის საქმის წინასასამართლო სხდომა ღია უნდა იყოს – საპატრიარქოს იურისტი