დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადდა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ მიიღო.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განცხადა, ადვოკატის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობიდან არ ირკვეოდა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული მძიმე ავადმყოფობითაა დაავადებული.

„მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა სასჯელის მოხდის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. სასამართლო მიღებისას დაეყრდნო უშუალოდ მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილს შუამდგომლობას, საიდანაც არ ირკვეოდა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით და აღნიშნული ავადმყოფობა ხელს უშლის მისი სასჯელის მოხდას“, – განაცხადა აბრამიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილი ყველა კრიზისულ სიტუაციაში იმალება ხოლმე”
შემდეგი სტატია„საქართველოს რკინიგზა“ სატრანზიტო-საკონტეინერო გადაზიდვებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდის