“ბიძინა ივანიშვილი ყველა კრიზისულ სიტუაციაში იმალება ხოლმე”

„დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ლიდერები არ იქცევიან. მითუმეტეს, როცა არის კრიზისული ვითარება, ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ის არის ლიდერი და არის ქვეყნის ლიდერი, ის უნდა იყოს აქტიური და მისი ხმა უნდა ისმოდეს, მის პერსონას უნდა ვხედავდეთ და ის რეკომენდაციები, რომელიც მას აქვს, უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ახლა მაინც არ უნდა იმართებოდეს ქვეყანა არაფორმალურად, მან უნდა გაგვაცნოს ამ შემთხვევაში მისი პოზიცია.

ბიძინა ივანიშვილი ყველა კრიზისულ სიტუაციაში იმალება ხოლმე და ეს არის მისი ხელწერა. ლიდერი, რომელსაც აქვს პრეტენზია ლიდერობაზე, მას უნდა ჰქონდეს საჯარო პოზიცია ,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ექიმებისადმი მადლიერება ტაშით გამოხატეს
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადდა