დეკანოიძე: თუ 2020-ში ევროპული საქართველო უფრო მეტ ხმას მიიღებს, მათ კანდიდატს მხარს დავუჭერთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, თუ 2020 წლის არჩევნების შედეგად, ევროპული საქართველოს კოალიცია უფრო მეტ მანდატს მიიღებს პარლამენტში, ენმ მათი პრემიერობის კანდიდატს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ დეკანოიძემ მთავარი არხის ღამის გადაცემაში, გიგა ბოკერიას კითხვის პასუხად თქვა.

ევროპული საქართველოს დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ სურთ, ევროპული საქართველოს კოალიცია იყოს უფრო დიდი და ენმ-მ დაუჭიროს მათ კანდიდატს მხარი და არა პირიქით. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური მოძრაობის კოალიციას მათზე მეტი დეპუტატი ეყოლება, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ევროპული საქართველო კრიზისს არ შექმნის და ენმ-ის კანდიდატს დაუჭერს მხარს, როგორც ეს მოხდა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში. გიგა ბოკერიამ რამდენჯერმე ჰკითხა ხატია დეკანოიძეს – ენმ თუ გააკეთებს იმავეს.

“ჩვენ არასდროს გამოგვირიცხავს, რომ პარლამენტში ვითანამშრომლებთ პროდასავლურ პარტიებთან… მე ასე ვიტყოდი, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან” – თქვა დეკანოიძემ.

ამაზე, გიგა ბოკერიამ დაუზუსტა, რომ მას თანამშრომლობა არ უკითხავს – “ვიკითხე, ჩვენს პრემიერობის კანდიდატს თუ მისცემთ ხმას [თუ ევროპული საქართველოს კოალიცია უფრო მრავალრიცხოვანი იქნება]”, რაზეც ხატია დეკანოიძემ უპასუხა – “კი, მხარდაჭერა ზუსტად, პარლამენტში”. ამის შემდეგ, ბოკერიამ დეკანოიძეს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მის პოზიციას ენმ-ში ყველა გაიმეორებს.

banner
წინა სტატიაშიბურჯანაძე: ჩემს გარდა არავის აქვს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის წამოწყების გამბედაობა
შემდეგი სტატიასუს-ი – საოკუპაციო ძალების სახიფათო და დესტრუქციული ქმედება სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას