სუს-ი – საოკუპაციო ძალების სახიფათო და დესტრუქციული ქმედება სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას

region
ავტ.: region სექტემბერი 11, 2019 15:46

სუს-ი – საოკუპაციო ძალების სახიფათო და დესტრუქციული ქმედება სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას

საოკუპაციო ძალების სახიფათო და დესტრუქციული ქმედება სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის მოსახლეობას, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, საოკუპაციო ძალები უკანონო სამუშაოებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ორ ლოკაციაზე აწარმოებენ.

„საოკუპაციო ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ ორ ლოკაციაზე, ხოლო ოკუპირებულ სოფელ წნელისში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. „საგუშაგო“. აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებას, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს“, – აღნიშნავენ სუს-ში.

უწყების ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

„პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები. ასევე, ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი“, – აცხადებენ სუს-ში

region
ავტ.: region სექტემბერი 11, 2019 15:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,315
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics