დეკანოიძე – სასაცილოა შსს-ს განცხადება, სააკაშვილი, რა თქმა უნდა, საქართველოშია

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოში იმყოფება.

ის ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლამ ნათლად აჩვენა, როგორი ჩამოშლილია ქართული ოცნების ხელისუფლება.

“რა თქმა უნდა, საქართველოშია, რა თქმა უნდა ის ინფორმაცია, რომელიც მან გაავრცელა არის თავიდან ბოლომდე სიმართლე. საბრალო კობახიძე, მთელი ამ დილის განმავლობაში ვერ გამოჩნდა ვერცერთი “ქართული ოცნებიდან”. ახლა გამოჩნდნენ და ჩამოშლილები არიან პრაქტიკულად. ახლა მთავარია, რომ ჩვენ ყველა ხვალ მივდივართ არჩევნებზე მშვიდობიანად, წყნარად, მაღალი აქტივობით, ყველა მოქალაქე მივდივართ რეგისტრაციის ადგილზე და ხმას ვაძლევთ ქართული ოცნების წინააღმდეგ. ხვალ ჩვენ საბოლოოდ უნდა გავიფორმოთ გამარჯვება”, – თქვა დეკანოიძემ.

რაც შეეხება შსს-ს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ეს სასაცილოა.

“სასაცილო იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება. ახლა თითქოს მოიკრიბეს ძალა და გამოვიდა კობახიძე. სასაცილოა, ღარიბაშვილი- კობახიძის სამართავი ვერ იქნება ეს ქვეყანა, ვერ დარჩება ასე. ამიტომ. ხვალ არჩევნებზე მივდივართ, ვიცავთ ხმებს, ვაძლევთ ხმას ქართული ოცნების წინააღმდეგ”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

https://youtu.be/9k7cnkwyvgg

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი სააკაშვილზე – სამშობლოს სიყვარულის ძალა გვანახა!
შემდეგი სტატიაბოკუჩავა სააკაშვილზე – დარწმუნებული ვარ, მალე გამოჩნდება