ბოკუჩავა სააკაშვილზე – დარწმუნებული ვარ, მალე გამოჩნდება

ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ სააკაშვილი საქართველოშია. ასევე, კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები, როდესაც მან თქვა, რომ ის იქნებოდა ძალიან შორს, როდესაც რუსი ოლიგარქის პროკურატურა მას დაიბარებდა, მაგრამ იქნებოდა ძალიან ახლოს, როცა ქართველი ხალხი მას მოიხმობდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ძალიან მაღალია მოლოდინი პრეზიდენტი სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია ასევე ჰქონდათ ასევე ევროპარლამენტარებს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად ყველა მივიდეს საარჩევნო ყუთთან და გააკეთოს არჩევანი. დარწმუნებული ვარ, დღის ბოლოს პრეზიდენტს სააკაშვილთან ერთად ოპოზიცია ერთობლივად აღნიშნავს არა რომელიმე კონკრეტული პარტიის გამარჯვებას, არამედ ამ ქვეყნის გამარჯვებას. ძალიან მალე გამოჩნდება დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

https://youtu.be/9k7cnkwyvgg

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – სასაცილოა შსს-ს განცხადება, სააკაშვილი, რა თქმა უნდა, საქართველოშია
შემდეგი სტატიახაზარაძე – ვნახე სააკაშვილის გავრცელებული ვიდეო, თუ ასეა, ეს იმის დადასტურებაა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს