დეკანოიძე – ქუთაისში უნდა იყოს პირველი არჩეული შერიფი

ქუთაისში უნდა იყოს პირველი არჩეული შერიფი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ კოალიციური მთავრობის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოხერხდეს, რომ მერიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ მართავდეს.

„ქუთაისში უნდა იყოს პირველი არჩეული შერიფი. ამ პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში, ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ სუს-ის წარმომადგენლები არ მართავდეს მერიას, არამედ იყოს მერია, რომელიც ყველასთვის ერთნაირად მუშაობს და ყველასთვის ერთნაირია. თქვენთვის, ჩემო ძვირფასო ქუთაისელებო, იქნება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს და თქვენი შვილების სამსახურში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძემ ქუთაისში საარჩევნო პროგრამა წარადგინა
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია: “კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი”…