დეკანოიძე – „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰქონდეს იმის კომფორტი, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესში პარლამენტში მარტო იყოს

„ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰქონდეს იმის კომფორტი, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესში პარლამენტში მარტო იყოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, თუ მმართველი გუნდი მოსამართლეების დანიშვნის პროცესს პარლამენტში განაგრძობს, ოპოზიციამ ამაში ხისტი მონაწილეობა უნდა მიიღოს.

„როდესაც მმართველი გუნდი არ ასრულებს შეთანხმებას, სრულიად მარტივია იმის წარმოდგენა, რომ ერთ დღეს „ქართული ოცნება“ პარლამენტში კვლავ მარტო დარჩეს. შეთანხმება თუ არ სრულდება და ხელისუფლების იგივე უზურპაცია მიდის, რაც მიშელის დოკუმენტის საწინააღმდეგოა, დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია ასეთი კონფიგურაცია მოხდეს, მაგრამ მე განსხვავებული აზრი მაქვს ზოგადად პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით. როდესაც მოსამართლეების საკითხი შემოვა განხილვაზე პარლამენტში, იმ შემთხვევაში თუ გაბედავს „ქართული ოცნება“, რომ მართლაც დანიშნოს მოსამართლეები და პროცესი პარლამენტში გადმოიტანოს, ვფიქრობ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში ძალიან ხისტად უნდა მიიღოს მონაწილეობა. სიხისტეში ვგულისხმობ იმას, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს პროცესი დაინახოს მთელმა მსოფლიომ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებამ. არ ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰქონდს იმის კომფორტი, რომ აქ მარტო იყოს და მარტო დანიშნოს მოსამართლეები. ეს ჩემი პირადი იდეაა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიაურელიო ჩოკოი – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ვთანხმდებით, რომ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ ბევრად უკეთეს შედეგს ევროკავშირთან დიალოგში
შემდეგი სტატიავაშაძე – დასავლელი პარტნიორები ჩვენ გვერდით არიან, დარწმუნებული ვარ, ფუნდამენტურ სასამართლო რეფორმას დავიწყებთ