აურელიო ჩოკოი – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ვთანხმდებით, რომ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ ბევრად უკეთეს შედეგს ევროკავშირთან დიალოგში

ჩვენ – საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ გადავწყვიტეთ, ევროკავშირთან მეტი თანამშრომლობისკენ წავიდეთ, ვთანხმდებით, რომ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ ბევრად უკეთეს შედეგს ევროკავშირთან პოლიტიკურ და კომერციულ დიალოგში, – ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აურელიო ჩოკოიმ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ძალისხმევის გაერთიანებით, მარტივად არის შესაძლებელი, ევროკავშირთან დიალოგის უკეთეს ხარისხს მიაღწიონ.

„მადლიერი ვარ დღევანდელი დილის დისკუსიის შესაძლებლობისთვის და შეხედულებების გაცვლისთვის, თუ სად ვართ, რატომ გადავწყვიტეთ ევროკავშირთან თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამმა ასოცირებულმა წევრმა ქვეყანამ. ვფიქრობ, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი დისკუსია, ჩვენი მხრიდან, სამ საგარეო საქმეთა მინისტრს თქვენთან და ევროპული კომისიიდან თქვენს კოლეგებთან. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი ნიშანი ასეთ ფორმატში მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობის.

ჩვენ – საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ გადავწყვიტეთ, ევროკავშირთან მეტი თანამშრომლობისკენ წავიდეთ. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ ბევრად უკეთეს შედეგს პოლიტიკურ და კომერციულ დიალოგში ევროკავშირთან. ნამდვილად, თითოეულ ჩვენგანს თავისი ეროვნული ინტერესი და მიზნები გააჩნია, თუმცა შესაძლოა, უკეთესი იყოს ძალისხმევის გაერთიანება, რათა განვახორციელოთ მთელი დღის წესრიგი, მთელი რიგი შესასრულებელი სამუშაოები, რათა შევასრულოთ ასოცირების შეთანხმებებით და DCFTA -ით ნაკისრი ვალდებულებები. ამავდროულად, ძალისხმევის გაერთიანებით, ჩვენ მარტივად შეგვიძლია, მივაღწიოთ ევროკავშირთან დიალოგის უკეთეს ხარისხს, სწორედ ამიტომ შევთანხმდით ძალისხმევის გაერთიანებაზე“, – განაცხადა აურელიო ჩოკოიმ.

ამასთან, მოლდოვის საგარეო მინისტრის თქმით, შეთანხმდნენ, განავითარონ დიალოგი სექტორული კუთხით.

„გავზარდოთ თანამშრომლობა ტრიო ფორმატში სხვადასხვა სექტორულ საკითხში, ისევე როგორც პოლიტიკურ დონეზე“, – აღნიშნავს დიპლომატი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგახარია სააკაშვილთან შეხვედრაზე – ერთ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე, მაგრამ გადაკვეთა არ გვქონია – დასამალი არ მაქვს
შემდეგი სტატიადეკანოიძე – „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰქონდეს იმის კომფორტი, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესში პარლამენტში მარტო იყოს