დეკანოიძე – ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ “ოცნებას” ბევრი რამ დავათმობინოთ

არ გამოვრიცხავ, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე “ქართული ოცნება” კვლავ მარტო დარჩეს ერთპარტიულ პარლამენტში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომ ოპოზიციამ “ქართული ოცნება” პარლამენტში მარტო დატოვოს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს.

მისივე თქმით, თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება დადგება, ეს იქნება პარტიის პოლიტსაბჭოზე განხილული გადაწყვეტილება.

“ჩვენ ვამბობდით იმას, რომ შეთანხმებას “ქართული ოცნება” არ შეასრულებს და დაარღვევს. ამიტომ , რა თქმა უნდა, მესმის, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ “ოცნებას” ბევრი რამ დავათმობინოთ. მაგრამ სწორედაც პირველი, როდესაც დაირღვა ეს შეთანხმება იყო ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები. ჩვენ ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ ყველაზე ბოლო, ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, მათ შორის პოლიტსაბჭოზე და თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება დადგება, ეს იქნება ასევე პარტიის პოლიტსაბჭოზე განხილული გადაწყვეტილება. აქვე მინდა დავამატო მნიშვნელოვანი რამ – მოსამართლეების დანიშვნა და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა, მათ შორის იმ შეთანხმების შესრულება, რომელსაც მიუერთდა თვითონ “ოცნება”, გარკვეულ წილად არის წითელი ხაზი და მე არ გამოვრიცხავ, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე “ქართული ოცნება” დარჩეს ერთპარტიულ პარლამენტში კვლავ მარტო. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც არც ერთი შეთანხმების პუნქტი არ სრულდება და არ სრულდება ის მოლოდინები, რომელიც გვქონდა, მათ შორის იმ ოპოზიციას , რომელმაც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას”, – განაცხადა დეკანოიძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიევროკავშირის დაავადებათა კონტროლის ცენტრი – აგვისტოს ბოლოსთვის “ინდურ შტამზე” ინფიცირების შემთხვევების უკვე 90% მოვა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა