ევროკავშირის დაავადებათა კონტროლის ცენტრი – აგვისტოს ბოლოსთვის “ინდურ შტამზე” ინფიცირების შემთხვევების უკვე 90% მოვა

ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პროგნოზებით, აგვისტოს ბოლოსთვის ევროკავშირში გავრცელებული კორონავირუსის შემთხვევების 90% უკვე ინდური შტამი, ე.წ. „დელტა ვარიანტი იქნება.

ევროკავშირის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „დელტა“ ვარიანტი უფრო გადამდებია სხვა შტამებთან შედარებით.

„არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე, „დელტა“ ვარიანტი უფრო გადამდებია, ვიდრე სხვა ვარიანტები და ვფიქრობთ, რომ აგვისტოს ბოლოსთვის „დელტა“ ვარიანტზე შემთხვევების უკვე 90% მოვა, იმ კოვიდ ვირუსებს შორის, რომლებიც ევროკავშირში ცირკულირებს“, – აცხადებენ ევროპის დაავადებათა კონტროლისა დაპრევენციის ცენტრში.

მათივე ცნობით, წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ „დელტა“ ვარიანტს შეუძლია დააინფიციროს ის ადამიანები, რომლებმაც ვაქცინების ერთი დოზა მიიღეს.

„სავარაუდოა, რომ „დელტა“ ვარიანტი ფართო მასშტაბით გავრცელდება ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებიც არ აცრილან. ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო დაუცველი პირების დაინფიცირების რისკი და განაპირობოს მძიმე დაავადებები და გარდაცვალება, თუ ისინი არ არიან სრულად ვაქცინირებულნი“, – აცხადებენ სააგენტოში. აქვე აღნიშნულია, რომ საბედნიეროდ, ამჟამად არსებული ვაქცინების ორივე დოზა ამ ვარიანტის მიმართ მაღალ დაცვას უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიალექსეი ნავალნის ადვოკატებმა სასამართლოს დადგენილება გაასაჯაროეს
შემდეგი სტატიადეკანოიძე – ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ “ოცნებას” ბევრი რამ დავათმობინოთ