დეკანოიძე: ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს თუნდაც, ის ლიმიტირებული ბერკეტები, რომელიც მას აქვს და მას აქვს ვეტოს დადების უფლება

იუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ” გადალახოს ვეტო, საქართველოს პრეზიდენტმა ის აუცილებლად უნდა გამოიყენოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ ვეტოს შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც დეკანოიძე განმარტავს, მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პოზიტიური მოლოდინი აქვს.

“ალბათ, უფრო პოზიტიურ მოლოდინს გავაჟღერებ, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს თუნდაც, ის ლიმიტირებული ბერკეტები, რომელიც მას აქვს და მას აქვს ვეტოს დადების უფლება, რაც რეალურად კიდევ უფრო აწევდა ყურადღებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ვფიქრობ, რომ მან, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, “ქართულმა ოცნებამ” გადალახოს ეს ვეტო, აუცილებლად უნდა გამოიყენოს ეს ვეტო. ჩემი წარმოდგენით, ველოდები, რომ ის კონკრეტულ და შესაფერის გადაწყვეტილებას გააკეთებს. ვერ გეტყვით, დაადებს ვეტოს, თუ არა, მაგრამ როცა მას ვესაუბრე, ჩვენი მოსაზრება გავუზიარე და მისი აღშფოთებაც ერთგვარად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როცა სახელმწიფო ინსპექტორზე ისაუბრა, რომ ეს არის ნამდვილად ამ ინსტიტუტის გაუქმება და დასჯა სახელმწიფო ინსპექტორის”,- განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: არსებობენ ცუდი ქუჩის ძაღლები