მიხეილ სააკაშვილი: არსებობენ ცუდი ქუჩის ძაღლები

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავენ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შესავალ სიტყვას წარმოთქვამს.

საქმის პროკურორებმა გონივრული დროის განსაზღვრა მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ საქმეზე კიდევ ოთხი პატიმარი არის დღეს სასამართლოში მოყვანილი და უნდა მოესწროს ყველა მტკიცებულების გამოკვლევა.

ამასთან, მოსამართლემ აღნიშნა, რომ დღეს იხილება სისხლის სამართლის საქმე და ამ საქმეზე სამართლებრივი შეფასებები უნდა გაკეთდეს.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საუბრობს სამშობლოში დაბრუნების მოტივაციაზე და ის სარგებლობს შესავალი სიტყვით.

რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილის სიტყვის თქმა გააგრძელა.

„არ ვიცი რამ გამახსენა, რატომღაც გამახსენდა, არავის არ ვგულისხმობ, გორის ჰოსპიტალთან იყო რამდენიმე უპატრონო ძაღლი და რამდენი გავიდოდა ჩემგან დეპუტატი, ადვოკატი, ვიღაცა და აკეთებდნენ ხოლმე განცხადებებს, ერთი ძაღლი, ძალიან საყვარელი ცუგა, რომელიც შედიოდა კადრში და როგორც კი ისინი იწყებდნენ განცხადებას, ეს იწყებდა ყეფას. ეს იყო მისი ცხოვრებისეული ფუნქცია, რომ არ მიეცა საშუალება და მე რომ გადავძახე იქიდან, ახალი წელი რომ მომილოცეს, იქაც იდგა და იქაც მახშობდა მე. ყველას სხვადასხვა ფუნქცია აქვს ცხოვრებაში, არავინ არ მინდა თავის თავზე მიიღოს, ვინ არის ეს ცუგა კონკრეტულად, რადგან ის სიმპათიური ცუგა იყო. არსებობენ ცუდი ქუჩის ძაღლები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე: ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს თუნდაც, ის ლიმიტირებული ბერკეტები, რომელიც მას აქვს და მას აქვს ვეტოს დადების უფლება
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ამ სასამართლოს ტერიტორიაზე მშვენიერი ღამის კლუბი გამოვიდოდა