დეკანოიძე: არ გამოვრიცხავ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა ჩვენი მსჯელობის საგანი გახდეს

არ გამოვრიცხავ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა ჩვენი მსჯელობის საგანი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია უცვლელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ არგუმენტზე, რატომ არ მოაწერეს ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს.

„ამნისტიის“ შესახებ კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიტანა და ის დათქმა, რომელიც მასშია ჩადებულია, ჩვენთვის მიუღებელი იყო. ეს არის არგუმენტაცია, რატომაც ჩვენ არ შევუერთდით შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ შეთანხმებას. გარდა ამისა, შეთანხმებას ალბათ, არღვევს „ქართული ოცნება“ სასამართლოსთან მიმართებაში. მე არ გამოვრიცხავ, რომ მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს მაგალითად. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია უცვლელია“, – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაში“მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერა ნიშნავს უარს დეპოლარიზაციაზე”
შემდეგი სტატიაბოკერია: ვინც ევროკავშირის სიმბოლოს უპირისპირდება, საკუთარ თავს ავლენს, ხოლო გახადო ეს დასჯადი, არის მავნებლობა და მიმართულია სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ