ბოკერია: ვინც ევროკავშირის სიმბოლოს უპირისპირდება, საკუთარ თავს ავლენს, ხოლო გახადო ეს დასჯადი, არის მავნებლობა და მიმართულია სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ

“ევროპული სქართველოს” თავჯდომარე, გიგა ბოკერია, მმართველ გუნდსა და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს შორის ერთობლივი ინიციატივის განხილვას ეხმაურება ევროკავშირის ან რომელიმე სხვა უცხო ქვეყნის დროშის ჩამოხევაზე სანქციების დაწესების შესახებ.

ბოკერიას თქმით, ეს ინიციატივა, როგორც მორალურად, ისე კონსტიტუციურად და პრაგმატულად არის მცდარი და მავნებლური, რადგან სიტყვის თავისუფლებისა და სიმბოლური აქტების განხორციელების უფლება აქვს ყველას.

ბოკერია მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, არ მიიღონ მონაწილოება ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ამ იაფფფასიან სვლაში, რადგან ის პირდაპირ არის მიმართული სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ.

„მინდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ევროპული საქართველოს სახელით გამოვეხმაურო ცოტა ხნის წინ მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას,რომ მმართველი გუნდი და ოპოზიციის ნაწილი, თუ არ ვცდები ეს იყო ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი, იხილავენ ერთობლივ ინიციატივას ევროკავშირის დროშის ნებისმიერი შეურაცხყოფის კრიმინალიზაცისა და დასჯის შემოტანაზე ჩვენ კანონმდებლობაში.
ეს ინიციატივა არის მორალურად, კონსტიტუციურად, პრაგმატულად, ყველანაირად მცდარი და მავნებლური, სიტყვის თავისუფლება არის ყველასთვის და სიმბოლური აქტების უფლება აქვს ყველას აბსოლიტურად, ჩვენ თუ ვუპირისპირდებით მათ, ვინც თავისუფლებას ებრძვის, არ შეიძლება, რომ ჩვენვე ვიყენებდეთ იმავე ინსტრუმენტებს მათ წინააღმდეგ, რადგან ეს არის სწორედ მათი გამარჯვება.

სიტყვის თავისუფლება არსებობს კომუნისტებისთვის და ფაშისტებისათვის, რაც უნდა იყოს აკრძალული, დასჯადი და შეკავებული, ხოლო რაც არ არის საქართველოში დასჯადი, შეკავებული და რაც არის წახალისებული და ორგანიზებული მთავრობის მიერ, ეს არის ძალადობა ადამიანებზე და მოწოდება და დაორგანიზება ძალადობის.

ამ დროს შესვლა ამ შინაარსში ამ ფორმით, არის კატეგორიულად მიუღებელი ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის და ამ შემთხვევაში გავრისკავ და ვიტყვი, თავისუფლებისათვის ჩვენ ქვეყანაში. პატივისცემა ნებისმიერი სიმბოლოსი, მათ შორის ევროპული არჩევანის სიმბოლოსი, ევროკავშირის დროშის, იმიტომ კი არ უნდა არსებობდეეს, რომ დასჯის უნდა ეშინოდეს ვინმეს, არამედ უნდა იყოს არჩევანი ადამიანების და მოქალაქეების უმრავლესობის, რაც არის კიდეც ასე და რათქმაუნდა, ყველა ვინც ამ სიმბოლოს უპირისპირდება, საკუთარ თავს ავლენს და ჩვენთის უნდა იყოს შერცხვენის, გაკიცხვის, პოლიტიკური და მორალური იზოლაციის ობიექტი, ვგულისხმობ მათ, ვინც ევროკავშირის დროშას ორჯერ დაესხა თავს.

როგორ კი ჩვენ იმ მდგომარეობაში გადავდივართ, რომ სიტყვის თავისუფლებას ვზღუდავთ, ეგ არის სწორედ ის ლოგიკა, რაც გააჩნიათ თავისუფლების მტრებს, პუტინისტებს და შავრაზმელებს, რომლებიც იძახიან, რომ უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს რომელი სიმბოლო მოგვწონს, რომელი არა, რა არის დასჯადი და რა არ არის.

ამრიგად, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ამ იაფფასიან სვლაში ხელისუფლების მიერ დაგეგმილში, რომ ვითომ რაღაცა გააკეთეს, მაშინ როდესაც არიან თანაშემოქმედები ამ ძალადობის, რასაც ადგილი ჰქონდა, ამ სვლაში, რომელიც არის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული და იგივე ლოგიკა არის აქ, ვიღაცის სიტყვის თავისუფლება კი არ არსებობს მარტო, ყველას თავისუფლება არსებობს ან არ არსებობს, ნუ მიიღებენ მონაწილეობას, დორზე მოეგონ გონს.“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე: არ გამოვრიცხავ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა ჩვენი მსჯელობის საგანი გახდეს
შემდეგი სტატიაგადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი!- ჟურნალისტების პროტესტი გორში