დეკანოიძე: აძალებენ ამ ადამიანებს 27 ოქტომბრის აქციაზე წასვლას ძალით

ქუთაისში ოპოზიციის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” მოქალაქეებს 27 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე მისვლას აიძულებს.

როგორც მან აღნიშნა, მასიური ხასიათი აქვს მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმებების წართმევას.

“ცდილობენ, რომ პირადობის მოწმობები წაართვან ადამიანებს, მათ შორის ყველა, ის ადამიანი რომელიც არის ჩართული ქუთაისში განსაკუთრებით ამ მიმართულებით, ჩვენს მიერ იქნება რა თქმა უნდა მხილებული. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აძალებენ ამ ადამიანებს 27 ოქტომბრის აქციაზე წასვლას ძალით, არ სურთ ადამიანებს წასვლა, მაგრამ აძალებენ და ასევე, პირადობის მოწმობების გამორთმევას აქვს ძალიან მასიური ხასიათი”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიდედოფლისწყაროს ნავთობის საბადოზე შემოვარდნენ: “ფრონტერას” დირექტორი წერს, რომ საბადოზე ეკონომიკის სამინისტრო შევიდა
შემდეგი სტატიანაყოფია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში ახალი შეზღუდვები დაუწესეს