დედოფლისწყაროს ნავთობის საბადოზე შემოვარდნენ: “ფრონტერას” დირექტორი წერს, რომ საბადოზე ეკონომიკის სამინისტრო შევიდა

“ფრონტერა ისთერნ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი, ზაზა მამულაიშვილი წერს, რომ კომპანიის დედოფლისწყაროს ნავთობის საბადოზე ეკონომიკის სამინისტრო შევიდა და ძალის გამოყენებით კერძო საკუთრების წართმევას ცდილობენ.

“ორი საათის წინ ფრონტერას დედოფლისწყაროს ნავთობის საბადოზე შემოვარდნენ ეკონომიკის სამინისტროს ბოლშევიკები და ძალის გამოყენებით ცდილობენ კერძო საკუთრების წართმევას. იმ საკუთრებისა, რომელიც 24 წლის განმავლობაში ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციებით შევქმენით.

უკვე სახლებში დაიწყეს შემოვარდნა…”, – წერს ზაზა მამულაიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე ხვალინდელ აქციაზე: შუქჩრდილებით ხალხის გაბევრება, დაწოლილი კადრები არ იქნება
შემდეგი სტატიადეკანოიძე: აძალებენ ამ ადამიანებს 27 ოქტომბრის აქციაზე წასვლას ძალით