დეგნანი – ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში ნათელია, რომ აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრებს მართავს.

„მოგესალმებით ვაშინგტონიდან. აქ მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრები მაქვს მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც მთელი მსოფლიოდან თავს უყრის აშშ-ის ელჩებს (მათ შორის ნაცნობ სახეებსაც შეამჩნევდით).

ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნულია კელი დეგნანის განცხადებაში, რომელიც საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშილუქსემბურგის პრემიერი – შევძელით უკრაინისთვის ძლიერი მორალური მხარდაჭერის ჩვენება, კანდიდატის სტატუსი არ არის წევრობა, მაგრამ აჩვენებს გზას და მუშაობა უნდა გაგრძელდეს
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – კალაძე ამბობს, რომ ეს არის ქვეყნის დასჯა, ვიღაც ამ დასჯას ზეიმობს, არ ვიცი რა უხარიათ, დაგვსაჯეს და ამას ზეიმობენ? – ევროპას გვაშორებს ოლიგარქი და გასატარებელი რეფორმები